გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან ქვეყნის ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი პრეფიქსი - ”8” შეიცვლება და ამოქმედდება ეროვნული პრეფიქსი - ”0” და საერთაშორისო პრეფიქსი - ”00”, შეიცვლება საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების უზრუნველმყოფი საოპერატორო კომპანიების 8XX ფორმატის კოდები, ახალი 10XX ფორმატის კოდებით მაგალითად: 8-07 შეიცვლება 10-07 -ით, 8-10 შეიცვლება 10-10 -ით, 8-11 შეიცვლება 10-11 -ით, 8-16 - შეიცვლება 10-16 -ით, 8-18 შეიცვლება 10-18 -ით და ა.შ. .
ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ კავშირის დამყარების წესი უცვლელი რჩება მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ფიქსირებულ სატელეფონო ქსელების აბონენტების და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ ერთმანეთთან კავშირის დასამყარებლად პრეფიქსი - ”8” ნაცვლად უნდა აიკრიფოს ეროვნული პრეფიქსი - ”0” და შემდეგ გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი.
ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ:
ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ ნომრის აკრეფის და კავშირის დამყარების ყველა სხვა წესი უცვლელი რჩება.
ძველი და ახალი პრეფიქსების და ოპერატორების კოდების თანამოქმედება უზრუნველყოფილი იქნება 2012 წლის 11 იანვრამდე.დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ელექტრონული კომუნიკაციების საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო - საცნობარო სამსახურებს.
• ნუმერაცია საქართველოში ყველა მობილური ოპერატორის ქსელზე
- საქართველოში მოქმედი ყველა მობილური ოპერატორის კოდი შეიცვალა ქალაქის ქსელიდან დარეკვისას, არსებულ ორნიშნა კოდი გახდა სამნიშნა და წინ დაემატება ”5”. მაგალითად: 8 (77) XXXXXX შეიცვალა 0 (577) XXXXXX-ზე.
- მობილურიდან მობილურზე ზარის განხორციელებისა და SMS-ის გაგზავნისას ”8” ჩაინაცვლა ”5”-ით.მაგალითად: 8 (77) XXXXXX შეიცვლება 5 (77) XXXXXX-ზე.
აღნიშნული ცვლილებები ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივის თანახმად.