სერვისები

ვიდეო ზარი

ვიდეო ზარის სერვისით თქვენ არა მარტო გაიგებთ მოსაუბრის ხმას არამედ მის დანახვასაც შეძლებთ მობილურით საუბრისას.

ვიდეოზარი ავტომატურად გააქტიურებულია ჯეოსელის ყველა აბონენტისათვის და არ საჭიროებს ტელეფონში დამატებით აქტივაციასა და პარამეტრების შეყვანას.

ვიდეო ზარის განსახორციელებლად საჭიროა მობილური ტელეფონი UMTS ტექნოლოგიის მხარდაჭერით და უნდა იმყოფებოდეთ 3G დაფარვის ზონაში.

იმისათვის რომ შედგეს ვიდეო ზარი, დარეკვისას მობილური ტელეფონის მენიუში უნდა აირჩიოთ ”Video Call” ოფცია.

იხილეთ ტარიფები