სერვისები

ჯეოსელ-კონექტი

ისარგებლეთ ინტერნეტით ნებისმიერ ადგილას - ქალაქგარეთ, ბიზნეს შეხვედრის დროს ან თუნდაც მგზავრობისას. შეუერთეთ მოდემი კომპიუტერს და ინტერნეტი ჩართულია.
 
ინტერნეტის მაქსიმალური სიჩქარე გადმოწერის რეჟიმში  7.2 მეგაბიტ/წამს, ხოლო ატვირთვის რეჟიმში 2 მეგაბიტ/წამს აღწევს.

1 GB უფასო მობილური ინტერნეტ ტრაფიკის გამოყენების ვადაა 30 დღე. ამ ვადის გასვლის შემდეგ და ანგარიშზე 15 ლარის არსებობის შემთხვევაში სერვისი ”1GB-15 ლარად” ავტომატურად გაგიგრძელდებათ მომდევნო 30 დღით.

თვის განმავლობაში ინტერნეტ-პაკეტის ამოწურვის შემდეგ 1MB-ის ტარიფია 10 თეთრი (დამრგვალება 10 კბ), თუმცა შეგიძლიათ დამატებით შეიძინოთ თქვენთვის სასურველი მობილური ინტერნეტ-პაკეტი *135# OK კომბინაციის აკრეფით დააჭირეთ აქ. .

სიმ-ბარათის გასააქტიურებლად აკრიფეთ *100# OK,  ხოლო 1  GB უფასო მობილური ინტერნეტ ტრაფიკის მისაღებად  - *135# OK.

დაუხარჯავი ინტერნეტ ტრაფიკი არ გადადის მომდევნო თვეში.

იმისთვის, რომ ისარგებლოთ შეძენილი ინტერნეტ-პაკეტით, ნომერი უნდა იყოს ორმხრივად აქტიური.

ჯეოსელ-კონექტის კომპლექტაციაში შედის:
  • USB მოდემი (ZTE MF-190s, HSDPA 7.2 mbps, HSUPA 5.76 mbps);
  • ლაილაის სიმ-ბარათი;
  • 1GB ინტერნეტ ტრაფიკი;
  • 1 ლარი ანგარიშზე;
თავსებადობა:
  • Windows XP, Windows 7, Vista;
  • PC & APPLE®MAC;
ფასი:  65 ლარი

თუ ვერ ისარგებლებთ ჯეოსელ - კონექტით შეძენიდან კონკრეტული ოფისის ორი სამუშაო დღის განმავლობაში, შეგიძლიათ მისი დაბრუნება. ამ შემთხვევაში ჯეოსელ - კონექტის ფასი შეადგენს 69 ლარს. კომპლექტაციაში არ შედის 1GB ინტერნეტ ტრაფიკი.  სიმ-ბარათის გააქტიურების შემდეგ, თქვენ დაგერიცხებათ 4 ლარი საწყისი ბალანსი. ჯეოსელ-კონექტის დაბრუნების შემთხვევაში აგინაზღაურდებათ 65 ლარი.