სერვისები

მობილური ინტერნეტი (HSPA)

 

HSPA (High Speed Data Access) ტექნოლოგია მე-3 თაობის განვითარების მომდევნო ნაბიჯია, რომელიც მონაცემთა გადაცემას გაცილებით უფრო სწრაფს ხდის. მობილური ინტერნეტის მაქსიმალური სიჩქარე გადმოწერის რეჟიმში (HSDPA) – 7.2 მბ/წმ, ხოლო ატვირთვის რეჟიმში (HSUPA) – 2.0 მბ/წმ შეადგენს.

მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობა HSPA თავსებადი ტერმინალით არ მოითხოვს დამატებითი პარამეტრების შეყვანას.

 

მობილური ინტერნეტის მაქსიმალური სიჩქარე მე-3 თაობის ქსელიდან მე-2 თაობის ქსელის დაფარვის ზონაში გადასვლისას იცვლება და შეადგენს:

  

3.5G (HSDPA) 7.2 მბ/წამი
3G (UMTS) 384 კბ/წამი
EDGE 240 კბ/წამი
GPRS 128 კბ/წამი




მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობისათვის, ჯეოსელი გთავაზობთ ორ პროდუქტს:

  • •   ჯეოსელ-კონექტი – უნივერსალური გადაწყვეტილებაა, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ისარგებლოთ ინტერნეტით, შეამოწმოთ ელექტრონული ფოსტა და ისარგებლოთ სხვა ინტერნეტ სერვისებით თქვენი ადგილმდებარეობის მიუხედავად. ჯეოსელ-კონექტის კომპლექტაციაში შედის USB მოდემი და სიმ-ბარათი. მოდემი მარტივად უერთდება პორტატულ ან პერსონალურ კომპიუტერს.
  • •   ჯეოსელ ბროუდბენდი - ორიენტირებულია ორგანიზაციებზე, რომლებსაც აქვთ ფილიალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და რომლებსაც სჭირდებათ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი. ჯეოსელ ბროუდბენდი წარმოადგენს HSDPA ტექნოლოგიასთან თავსებად ტერმინალს, რომელსაც უერთდება 4 კომპიუტერი და ინტერნეტის მაქსიმალური სიჩქარე გადმოწერის რეჟიმში  შეადგენს 7.2 მბ/წმ-ს. ტერმინალს გააჩნია Wi-Fi დაფარვის ფუნქცია და მუშაობს 100 მეტრის რადიუსში. ჯეოსელ ბროუდბენდი გაიცემა მხოლოდ ორგანიზაციებზე.