3.5G არის მე-3 თაობის ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მაღალი სიჩქარით მონაცემების გადაცემა და ისეთი ახალი სერვისებით სარგებლობა, როგორებიცაა:
- ვიდეო ზარი
- მობილური ტელევიზია
- მობილური ინტერნეტი (HSPA) - 3.6 მბ/წმ
3.5G ანუ HSPA (High Speed Packet Access) ტექნოლოგია მე-3 თაობის განვითარების მომდევნო ნაბიჯია, რომელიც მონაცემთა გადაცემას 10-ჯერ უფრო სწრაფს ხდის. თუ აქამდე მობილური ინტერნეტის სიჩქარე 386 კბ/წმს (3G) შეადგენდა, დღეს უკვე შესაძლებელია 3.6 მბ/წმ სიჩქარით სარგებლობა.
3.6 მბ/წმ მობილური ინტერნეტის სიჩქარით შეგიძლიათ:
- გადმოწეროთ ფილმი 45 წუთში (თუ ფილმის მოცულობა 600 მბ-მდეა);
- გადმოწეროთ MP3 ფაილი 30 წამში;
- მიიღოთ და გააგზავნოთ დიდი ზომის ელექტრონული ფაილები;
- სხვადასხვა პროგრამების გამოყენებით ჩაერთოთ ვიდეო კონფერენციაში;
ჯეოსელის მე-3 თაობის ქსელი ავტომატურად გადასულია HSPA რეჟიმში და აბონენტებისათვის რაიმე დამატებითი პარამეტრების შეყვანას ან სერვისის აქტივაციას არ საჭიროებს. WAP და მობილურ ინტერნეტზე დამყარებული ყველა სერვისი ავტომატურად იმუშავებს მაღალი სიჩქარით იმ შემთხვევაში თუ თქვენს ტელეფონს/ტერმინალს აქვს HSPA (HSDPA/HSUPA) მხარდაჭერა.