სერვისები

ჯეო რეკლამა

ჯეო-რეკლამა მობილური მარკეტინგის ყველაზე გავრცელებული და ეფექტური ფორმა, გთავაზობთ SMS-ის გამოყენებით პროდუქციის და მომსახურების მომხმარებელისთვის შეთავაზებას. SMS-რეკლამის გაგზავნა ხდება მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდეგ, რაც მის ეფექტურობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. მისი ეფექტურობა შეიძლება  სატელევიზიო და რადიო რეკლამასაც კი შევადაროთ.

sms-რეკლამის უპირატესობა:

  • პირდაპირი კონტაქტი მომხმარებლის დიდ რაოდენობასთან;
  • მიზნობრივ აუდიტორიასთან ინდივიდუალური კონტაქტი (კლიენტების ინტერესების, მათი ცხოვრების სტილის, დროის და ადგილის გათვალისწინებით)
  • წაკითხვის მაღალი ალბათობა
  • სწრაფი და ხშირი გამოხმაურება
  • დროის ეკონომია
  • დაბალი ფასი

    “ჯეოსელმა” საქართველოში მოქმედ კომპანიებს შესთავაზა მათი ბიზნესისთვის ინდივიდუალურად შექმნილი შემოთავაზებები, რომლის საშუალებითაც ისინი შეძლებენ დროულად მიაწოდონ მათ მიერ წარმოებული/შეთავაზებული პროდუქციის/სერვისების შესახებ სარეკლამო ინფორმაცია მათივე მახასიათებლებით შერჩეულ მიზნობრივ სეგმენტს, პირდაპირ მობილურ ტელეფონის ეკრანზე.

    პროექტს - ჯეო-რეკლამას ხელმძღვანელობს “ჯეოსელის” პარტნიორი კომპანია შ.პ.ს. "მულტიმედია სერვისი".

    SMS-რეკლამით დაინტერესებული პირები დაუკავშირდით "მულტიმედია სერვისს": ტელ./ფაქსი: (832) 2253911
    მობილური:  (577) 525917
    ელ. ფოსტა: info@funmms.ge