სერვისები

ავტომატური სერვისი ASSA

ავტომატური სერვისის ASSA-ს საშუალებით, ჯეოსელის საავანსო და საკრედიტო სისტემის აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ შეამოწმონ მიმდინარე ბალანსი, ბოლო 6-თვის გადახდების ისტორია ან შეავსონ ანგარიში სასაუბრო ბარათით.

ბალანსის შესამოწმებლად:

  • დარეკეთ ნომრებზე: 705011 ან 7050;
  • SMS-ის საშუალებით გააგზავნეთ ნებისმიერი ორი სიმბოლო ნომერზე 705011. საპასუხო SMS-ით თქვენ მიიღებთ ინფორმაციას მიმდინარე ბალანსის შესახებ;
  • თქვენს ანგარიშზე დარიცხული ბონუს წუთების რაოდენობის შესამოწმებლად გააგზავნეთ შეტყობინება ნებისმიერი ტექსტით ნომერზე 7088;
ბოლო 6-თვის გადახდების შესამოწმებლად:
  • დარეკეთ ნომრებზე: 7050, აკრიფეთ ღილაკი 1 და 2.
ბალანსის შესავსებად:
  • დარეკეთ ნომერზე 7050 და აკრიფეთ ღილაკი 2, შემდეგ შეიყვანეთ სასაუბრო ბარათზე მითითებული ცამეტნიშნა კოდი და დააჭირეთ ღილაკს *