სერვისები

ISSA - ინტერნეტ ასისტენტი

ინტერნეტ ასისტენტის ISSA-ს გამოყენებით თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად მართოთ საკუთარი ანგარიში, ჯეოსელის მომსახურების ოფისში მიუსვლელად. საკმარისია მხოლოდ ეწვიოთ შესაბამის ვებ გვერდს - www.issa.ge.


ინტერნეტ ასისტენტი შესაძლებელს ხდის:

  •  შეამოწმოთ/შეავსოთ ბალანსი 
  •  შეიტყოთ თქვენი ნომრის შესაძლო გათიშვის თარიღი
  • იხილოთ თქვენ ნომერზე ჩართული/ჩასართავად ხელმისაწვდომი  სერვისების ჩამონათვალი
  • თქვენი სატარიფო გეგმა
  • მოითხოვოთ ზარების დეტალური ანგარიში ან/და თვიური ანგარიში პირდაპირ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე ან ფაქსის ნომერზე*
  •  დაამატოთ ან გააუქმოთ გარკვეული სერვისები
  • ჩატვირთოთ სასაუბრო ბარათი

ჯეოსელის ინტერნეტ ასისტენტით სარგებლობა შეგიძლიათ www.issa.ge ინტერნეტ გვერდიდან, სადაც უნდა მიუთითოთ საკუთარი GSM-ნომერი და ISSA-ს პაროლი**.
*
ამ სერვისის ჩასართავად გთხოვთ დაუკავშირდით ჯეოსელის საინფორმაციო სამსახურს ან მომსახურების ოფისს.
** SMS-ის საშუალებით გააგზავნეთ ნებისმიერი ორი სიმბოლო ნომერზე 70507 და საპასუხო SMS-ით თქვენ მიიღებთ ISSA-ს პაროლს.
ინტერნეტ ასისტენტის სერვისი ISSA განკუთვნილია მხოლოდ ჯეოსელის საავანსო და საკრედიტო სისტემის აბონენტებისათვის.
სერვისის ჩართვა უფასოა.