ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში ჯეოსელი გაძლევთ შემდეგ რჩევებს (რეკომენდაციებს):
- თუ თქვენ გაინტერესებთ თქვენი ნომრიდან ტელეფონის დაკარგვის შემდეგ განხორციელებული ზარები, შეგიძლიათ ჯეოსელის სარეალიზაციო ოფისში მიიღოთ ზარების დეტალური ამონაბეჭდი. გაითვალისწინეთ, რომ ჯეოსელი არ აგინაზღაურებთ დაკარგვის შემდეგ განხორციელებული ზარების საფასურს.
- თქვენი ანგარიშიდან თანხის დახარჯვის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ ჯეოსელის სარეალიზაციო ოფისში მოითხოვოთ თქვენი კუთვნილი ნომრის გათიშვა. ამისათვის კერძო პირმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო ორგანიზაციამ - ორგანიზაციის ბლანკზე გაფორმებული, ბეჭდით დადასტურებული ოფიციალური წერილი.
დაკარგული აპარატის მოსაძებნად, საჭიროა მიმართოთ პოლიციის რაიონულ განყოფილებას, წარადგინოთ ტელეფონის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ან ყუთი) და აპარატის საიდენტიფიკაციო კოდი (IMEI).