სიმ-ბარათის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში შეგიძლიათ შეინარჩუნოთ თქვენი მობილური ნომერი. ამისათვის ნომრის ოფიციალურმა მფლობელმა უნდა მიმართოს ჯეოსელის სარეალიზაციო ოფისს. კერძო პირმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო ორგანიზაციამ - ორგანიზაციის ბლანკზე გაფორმებული, ბეჭდით დადასტურებული ოფიციალური წერილი.