საკონფერენციო კავშირის სერვისი შესაძლებელს ხდის ერთდროულად ესაუბროთ ორ ან მეტ აბონენტს (რაოდენობა დამოკიდებულია ტელეფონის მოდელზე).
საკონფერენციო კავშირის გააქტიურება
თუ გსურთ სატელეფონო საუბარში მესამე პირის ჩართვა, დარეკეთ სასურველ ნომერზე (აკრიფეთ ადრესატის ნომერი და ღილაკი OK მეორე აბონენტთან საკონფერენციო კავშირის დასამყარებლად აკრიფეთ ღილაკი 3 და OK)
თუ სატელეფონო საუბრისას გსურთ მესამე პირის ჩართვა, უპასუხეთ ახალ შემომავალ ზარს, შემდეგ აკრიფეთ 3 და შემდეგ ღილაკი OK.
საკონფერენციო ზარის დროს ყველა გამავალი ზარი ფასიანია.