ჯეოსელ მენიუ არის საინფომაციო ცნობარი, რომელიც წარმოადგენს თქვენი SIM ბარათის დამატებით ფუნქციას.
იგი მოსახერხებელია და შეუძლია მოგაწოდოთ სხვადასხვა ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე SMS - ის საშუალებით.
ჯეოსელ მენიუ განკუთვნილია მხოლოდ ჯეოსელის 877 სისტემის აბონენტთათვის.
ჯეოსელის მენიუ გთავაზობთ შემდეგ არჩევანს:
- გართობა (ანეკდოტები, ჰოროსკოპი, თეატრის/კინოს/შოუს ანონსი)
- ინფორმაცია (ქვეყნის/ქალაქის კოდები, საელჩოები, ვალუტის კურსი, აუცილებელი სატელეფონო ნომრები, ამინდის პროგნოზი და ა.შ
- ბიზნესი (სასტუმროები, ავიარეისები* და მატარებლების განრიგი**)
- თქვენი მიმდინარე ბალანსის კონტროლი
- ასტრა ბარათის ჩატვირთვა
- ელექტრონული წერილის გაგზავნა თქვენი მობილურიდან
- ინფორმაცია როუმინგულ პარტნიორებზე და მათი საკონტაქტო ნომრები
* ინფორმაცია მხოლოდ თბილისიდან განხორციელებული პირდაპირი რეისების შესახებ;
** მხოლოდ საქართველოს რკინიგზის განრიგი.