ზარის გადამისამართების მომსახურების გამოყენებით შეგიძლიათ ნებიმიერი შემომავალი ზარის სხვა ნომერზე* გადამისამართება. ამ სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ჯეოსელის 877 სისტემის აბონენტებს.
არსებობს ზარის გადამისამართების შემდეგი სახეები:
- ყველა შემომავალი ზარის გადამისამართება
- შემომავალი ზარის გადამისამართება მაშინ, როდესაც მობილური ტელეფონი დაკავებულია
- შემომავალი ზარის გადამისამართება როდესაც ვერ პასუხობთ ტელეფონს
- შემომავალი ზარის გადამისამართება, როდესაც ტელეფონი გამორთული გაქვთ ან მიუწვდომელი ხართ.
* გაითვალისწინეთ, რომ ჯეოსელის აბონენტებს შეუძლიათ ზარი გადაამისამართონ ნებისმიერ ნომერზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ნომერზე.
ზარის გადამისამართების გააქტიურება:
ზარის გადამისამართების აქტივაცია/გაუქმება შეგიძლიათ თქვენი ტელეფონის მენიუდან. ტელეფონის მენიუში შესაბამისი ქვემენიუს - Call Divert ან Call Forwarding (ზარის გადამისამართება) არჩევის შემდეგ უნდა შეიყვანოთ ტელეფონის ნომერი, რომელზეც გსურთ შემომავალი ზარის გადამისამართება.
ტელეფონის ნომერი შეგყავთ შემდეგი წესების მიხედვით:
- ჯეოსელის საკრედიტო და საავანსო სისტემის აბონენტის ნომრის შესაყვანად აკრიფეთ მხოლოდ ტელეფონის ნომერი;
- ლაილაის აბონენტის ნომრის შესაყვანად აკრიფეთ: +995 ინდექსი და ტელ. ნომერი;
- სხვა მობილური ოპერატორის ნომრის შესაყვანად აკრიფეთ: +995, მობილური ოპერატორის კოდი და ტელ. ნომერი;
- საქართველოს ადგილობრივი ქსელის აბონენტის ნომრის შესაყვანად აკრიფეთ: +995, ქალაქის ან რეგიონის კოდი და ტელ. ნომერი.
გაითვალისწინეთ, რომ ზარის გადამისამართებისას შემომავალი ზარები ფასიანია (გარდა იმ შემთვევისა, როდესაც ზარი ხმოვან ფოსტაზეა გადამისამართებული).