ხმოვანი ფოსტის სერვისი გადმოგცემთ ხმოვან შეტყობინებას (ქართულ/ინგლისურ ენაზე) მაშინ, როდესაც:
- ტელეფონი გამორთული გაქვთ;
- საუბრობთ სხვა აბონენეტთან (ხაზი დაკავებულია);
- მიუწვდომელი ხართ;
- ან ვერ პასუხობთ ტელეფონს;
საფოსტო ყუთში შეგიძლიათ შეინახოთ 5-წუთამდე ხანგრძლივობის მაქსიმუმ 6 შეტყობინება.
შეტყობინების წასაშლელად, მოსმენისას დააჭირეთ ღილაკს 2. იმისათვის რომ გაიგოთ ვისგან და როდის მიიღეთ შეტყობინება, მოსმენისას დააჭირეთ ღილაკს 4.
ხმოვანი ფოსტის აქტივაცია
ხმოვანი ფოსტის გასააქტიურებლად თქვენი ტელეფონის მენიუდან ზარი გადააამისამართეთ ნომერზე 7021, ან გამოიყენოთ შესაბამისი კოდები.
ზარის გადასამისამართებლად ხმოვან ფოსტაზე როცა:
- მიუწვდომელი ხართ - **62*7021# OK;
- ვერ პასუხობთ ზარს - **61*7021# OK;
- ტელეფონი დაკავებულია - **67*7021# OK;
- ნებისმიერი შემომავალი ზარის დროს - **21*7021# OK;
მომსახურების გაუქმება შესაძლებელია ტელეფონის მენიუდან, ან აკრიფეთ ##002# OK;
ხმოვანი შეტყობინების მოსასმენად:
- თქვენი მობილური ტელეფონით დარეკეთ ნომერზე 7020 და შეიყვანეთ ხმოვანი ფოსტის PIN-კოდი და #.
- ქალაქის ან სხვა მობილური ოპერატორის ქსელის ტელეფონიდან: დარეკეთ ნომერზე 877 702300, შემდეგ აკრიფეთ კოდი 77 (93/55/58/57), თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი, დააჭირეთ ღილაკს #, შეიყვანეთ თქვენი PIN- კოდი და #
- საერთაშორისო სატელეფონო ქსელიდან: დარეკეთ ნომერზე +99577 702300, აკრიფეთ კოდი 77 (93/55/58/57), შემდეგ თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი, დააჭირეთ ღილაკს #, შეიყვანეთ თქვენი PIN-კოდი და ღილაკი #
შენიშვნა: 1234 არის ხმოვანი ფოსტის სტანდარტული PIN-კოდი, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ იგი საკუთარი კოდით.
PIN კოდის გამორთვა/ჩართვა: დარეკეთ ნომერზე 7020, შეიყვანეთ თქვენი PIN-კოდი, შემდეგ დააჭირეთ ღილაკებს # და 2. PIN-კოდის ჩასართავად დააჭირეთ ღილაკს 1, ხოლო PIN-კოდის გამოსართავად ღილაკს 2.
PIN კოდის შესაცვლელად: დარეკეთ ნომერზე 7020, შეიყვანეთ თქვენი PIN-კოდი, დააჭირეთ ღილაკებს # 2, 3, მოთხოვნისას შეიყვანეთ ახალი ოთხნიშნა PIN-კოდი და დააჭირეთ #-ს, შემდეგ ხელახლა აკრიფეთ ახალი PIN-კოდი და დააჭირეთ #-ს.
ხმოვანი ფოსტის მენიუში ენის ამოსარჩევად: დარეკეთ ნომერზე 7020, შეიყვანეთ თქვენი PIN-კოდი და დააჭირეთ ღილაკებს #, 2 და 4. ქართული ენის ამოსარჩევად აკრიფეთ 1, ხოლო ინგლისურის ამოსარჩევად - 2.
თქვენი პერსონალური მისალმების ჩასაწერად: დარეკეთ ნომერზე 7020, შეიყვანეთ თქვენი PIN კოდი და დააჭირეთ ღილაკებს #, 2, 5, 2 და ახალი მისალმების ჩასაწერად დაელოდეთ ხმოვან სიგნალს, ტექსტის დასრულების შემდეგ აკრიფეთ *, შესანახად კი 2.
გაითვალისწინეთ, რომ ბრძანებათა რეჟიმში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ მობილური ტელეფონით.