სერვისები

დუალ სიმ-ბარათი

დუალ სიმ-ბარათი ჯეოსელის საავანსო და საკრედიტო სისტემის აბონენტებს შესაძლებელს ხდის ქონდეთ ერთ სიმ-ბარათზე ორი ნომერი. ტელეფონში თქვენ ააქტიურებთ მხოლოდ 1 ნომერს და იღებთ ზარებს ამ ნომერზე. მეორე ნომერი არააქტიური რჩება, სანამ თქვენ არ გაააქტიურებთ მას.
ის ნომერი, რომელსაც მფლობელი გაფორმებისას მიანიჭებს პირველი ნომრის სტატუსს, მიიჩნევა პრიორიტეტულად ნომრის გადაფორმების, სიმ-ბარათის აღდგენისა და მფლობელობის დადგენის დროს. სხვა მხრივ, ორივე ნომერი მუშაობს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მორიგეობით, კერძოდ:

  • ბარათზე არსებულ თითოეულ ნომერს აქვს თავისი ანგარიში და მომსახურებები
  • ანგარიშსწორება თითოეულ ნომერზე შეიძლება იყოს, როგორც საავანსო, ასევე საკრედიტო
  • მომსახურების საფასური ერიცხება ცალ-ცალკე თითოეულ ნომერს
  • თითოეული ნომერი შეიძლება გაფორმდეს სხვადასხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე. ამ შემთხვევაში, ბარათის მფლობელი ხდება ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ვის სახელზეც გაფორმდა პრიორიტეტული ნომერი.

დუალ სიმ-ბარათს გააჩნია დამატებითი მენიუ - ”დუალ სუბ”, რომელში შესვლისას ტქვენ შეგიძლიათ გაააქტიუროთ მე-2 ნომერი “Switch Account”-ის ქვე-მენიუს გამოყენებით. ასევე დააყენოთ ზარების გადამისამართება “Call Divert”-ის გამოყენებით და მიანიჭოთ სახელი თითოეულ ნომერს ქვე მენიუდან “Account Name”.

გადახდის გაადვილების მიზნით შესაძლებელია ორივე ნომრის ანგარიშების გაერთიანება.

დუალ სიმ ბარათზე შესაძლებელია 100 ნომრისა და 20 მოკლე ტექსტური შეტყობინების შენახვა.
დუალ სიმ ბარათი თავსებადია ტელეფონების ყველა თანამედროვე მოდელთან.

დუალ სიმ ბარათზე ერთ-ერთი ნომრის გაუქმების შემთხვევაში, ნომრის აღდგენა ამავე ბარათზე შეუძლებელია და დუალ სიმ ბარათზე ავტომატურად იმუშავებს მხოლოდ დარჩენილი ერთი აქტიური ნომერი.

შენიშვნა: დუალ-ბარათზე არსებული ორივე ნომრის გამოსაყენებლად, გთხოვთ არ გამორთოთ PIN-კოდი .