ჯეო ფორუმი არის ურთიერთობის კიდევ ერთი საშუალება.
ეწვიეთ wap.geocell.com.ge -> gartoba -> geo forum, და დარეგისტრირდით ჯეო ფორუმში, სადაც თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ჯეოსელის სიახლეებსა და სერვისებს, იმსჯელოთ მათ შესახებ და გამოთქვათ თქვენი სურვილი თუ მოსაზრება თითოეულ სერვისზე.
აქვე შეგიძლიათ შექმნათ თქვენთვის სასურველი თემა, მიიღოთ დისკუსიებში მონაწილეობა. თემაში - სერვისცენტრი მიიღებთ რჩევებსა და რეკომენდაციებს მობილური ტელეფონის ნებისმიერი პრობლემის, დაზიანების, დამუხტვისა და ექსპლოატაციის შესახებ ასევე შეგიძლიათ გაერთოთ, ისაუბროთ ლიტერატურაზე, მუსიკაზე და თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ თემაზე, გაიცნოთ ერთმანეთი. ითამაშოთ ინტელექტუალებისათვის განკუთვნილ სპეციალურ განყოფილებაში – დასვათ საინტერესო კითხვები, უპასუხოთ სხვების დასმულ შეკითხვებს და ეცადოთ დაიმსახუროთ ფორუმის გენიოსის საპატიო სახელი.
სერვისით სარგებლობისას თქვენ იხდით მხოლოდ მობილური ინტერნეტის ტრაფიკის საფასურს.