სერვისები

ჯეო ზუმერი

ჯეოზუმერი ცვლის სტანდარტულ ტონალურ სიგნალს (ზუმერს, რომელიც ისმის თქვენთან დარეკვის დროს) ნებისმიერი მუსიკალური ან ხმოვანი ფრაგმენტით.

სარგებლობის წესი

  • ჯეოზუმერით სარგებლობა შეუძლია ჯეოსელისა ყველა ბონენტს;
  • ჯეო ზუმერების ფართო არჩევანი განთავსებულია http://www.geozumer.ge-ზე და wap.geozumer.ge-ზე - შეარჩიეთ სასურველი ჯეო ზუმერი და მისი შესაბამისი კოდი გააგზავნეთ ნომერზე 7055.
  • თქვენ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც დაადასტურებს თქვენი შეკვეთის შესრულებას. თქვენს მიერ შეკვეთილი ჯეოზუმერი იმოქმედებს 30 დღის განმავლობაში.


პერსონალური ჯეო ზუმერი:
პერსონალური ჯეო ზუმერი განკუთვნილია კონკრეტული აბონენტის ნომრისათვის. თქვენს მიერ შერჩეული აბონენტი თქვენთან დარეკვისას მოისმენს იმ ზუმერს რომელიც პერსონალურად მისთვის დააყენეთ.

პერსონალური ჯეო ზუმერით სარგებლობისათვის SMS-ტექსტში აკრიფეთ სასურველი ჯეო ზუმერის კოდი, ადგილის გამოტოვებით მიუთითეთ აბონენტის ნომერი შემდეგ ფორმატში: (877/893/855/858/857/899 /898/895/891/897) XXXXXX და გააგზავნეთ ნომერზე 7055.

შედეგად თქვენს მიერ შერჩეული აბონენტი თქვენთან დარეკვის დროს მოუსმენს იმ ზუმერს, რომელიც პერსონალურად მისთვის დააყენეთ.

გაითვალისწინეთ: თუ თქვენ გააუქმებთ დაყენებული პერსონალური ჯეო ზუმერებიდან ერთ-ერთს მაინც, ავტომატურად უქმდება ყველა ჯეოზუმერი. ხოლო თუ ზუმერების გაუქმების შემდეგ, თქვენ მოინდომებთ რომელიმე ზუმერის ხელახლა დაყენებას, ყველა ის ზუმერი აღდგება, რომლის ვადაც ჯერ კიდევ არ ამოწურულა.

დამატებითი პირობები:

  • თუ თქვენ შეუკვეთავთ რამოდენიმე ჯეო ზუმერს იმოქმედებს ბოლოს შეკვეთილი.
  • თუ გსურთ წინა  ჯეო ზუმერის დაბრუნება, რომლის ვადა ჯერ კიდევ არ ამოწურულა, გააგზავნეთ მისი კოდი ნომერზე 7055. ამ შემთხვევაში სერვისი უფასოა.
  • თუ თქვენ აღარ გსურთ ჯეოზუმერის მომსახურების გამოყენება, გააგზავნეთ შეტყობინება ტექსტით “00000” ნომერზე 7055.