სერვისები

ჯეო თარჯიმანი

ჯეო თარჯიმანი არის ინგლისურ - ქართულ, ქართულ - ინგლისურ და გერმანულ-ქართულ, ქართულ-გერმანული სიტყვების ლექსიკონი.

სერვისი დაგეხმარებათ მიიღოთ სასურველი უცნობი სიტყვის თარგმანი საზღვარგარეთ ყოფნის დროსაც (ანუ როუმინგით სარგებლობისას).

ლექსიკონების განახლება ხდება სისტემატიურად.

სარგებლობის წესი:

  • SMS მენიუში აკრიფეთ სასურველი სიტყვა და გააგზავნეთ ენის შესაბამისი ლექსიკონის მოკლე ნომერზე: 701, 702 - ინგლისურ-ქართული ან ქართულ-ინგლისური ლექსიკონის შემთხვევაში; ან 703, 704 გერმანულ-ქართული ან ქართულ-გერმანული ლექსიკონის შემთხვევაში;
  • აკრიფეთ *107# OK და თქვენი მობილური ტელეფონის ეკრანზე გაიხსნება მენიუ, სასურველი სიტყვის თარგმანის მისაღებად მიყევით ინსტრუქციას;

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი სიტყვის თარგმანის მოცულობა 160-სიმბოლოს აღემატება, სისტემა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ პასუხი ორი ან რამოდენიმე მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) და საფასურიც განისაზღვრება მათი რაოდენობით.

შენიშვნა: თუ მოთხოვნის შესაბამისი ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში არ არსებობს, სისტემა გატყობინებთ შემდეგს: ”sitkva ar aris leqsikonshi” და ამ შემთხვევაში თქვენს მიერ მოთხოვნილი სიტყვა ემატება სიტყვების ბაზას.

გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ შემთხვევებში შემომავალი მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) უფასოა.

ქართულ-ინგლისური და ქართულ-გერმანული ვერსიისთვის ისარგებლეთ ანბანის შემდეგი ადაპტაციით: 
ა - a            თ - t           პ - p          ქ - q          წ - ts         
ბ - b           ი - i            ჟ - zh         ღ - gh       ჭ -tch
გ - g           კ - k            რ - r           ყ - k          ხ - x          
დ - d         ლ - l            ს - s           შ - sh         ჯ - j          
ე - e           მ - m          ტ - t            ჩ - ch        ჰ - h
ვ - v           ნ - n            უ - u          ც - c   
ზ - z           ო - o           ფ - f           ძ - dz