SMSX-ით სარგებლობისას ადრესატი იღებს შეტყობინებას, სადაც, გამგზავნის ნომრის ნაცვლად, ჩანს 19-ნიშნა კოდი.
ადრესატს შეუძლია უპასუხოს მიღებულ ფარულ შეტყობინებას, რაც იძლევა ორმხრივი მიმოწერის საშუალებას.
სარგებლობის წესი:
- SMSX-ის გაგზავნა ჯეოსელის აბონენტთან: SMS მენიუში აკრიფეთ ტექსტი და გააგზავნეთ ნომერზე 111 ინდექსი და ნომერი (მაგ: 111577XXXXXX);
- სხვა მობილური ოპერატორის აბონენტთან გაგზავნისას, ტექსტი გააგზავნეთ ნომერზე 111995 ინდექსი და ნომერი (მაგ:111995599 XXXXXX);
თუ გაინტერესებთ, რა კოდი მიაკუთვნა სისტემამ თქვენს ნომერს, გაუგზავნეთ ფარული შეტყობინება საკუთარ თავს.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ისარგებლოთ ერთდროულად 9 სხვადასხვა ფარული კოდით. ამისათვის ფარული შეტყობინების გაგზავნის დროს ადრესატის ნომრის წინ, 111-ის ნაცვლად, აკრიფეთ 112, 113 , 114, ... ან 119; და თითოეული მითითებული ნომრის შემთხვევაში, სისტემა თქვენს ნომერს სხვადასხვა ფარულ კოდს მიაკუთვნებს.
ამავე დროს, თქვენ შეგიძლიათ, სათითაოდ ცვალოთ კოდები. ამისათვის აკრიფეთ ნებისმიერი სიმბოლო ან ცარიელი (ტექსტის გარეშე) შეტყობინება და გააგზავნეთ ნომერზე 111000000000.
გაითვალისწინეთ:
- ფარული შეტყობინების გამგზავნის ნომერი არ ფიქსირდება ზარების დეტალურ ნუსხაში;
- როუმინგში აღნიშნული სერვისით სარგებლობისას იხდით როუმინგულ ტარიფს;