სერვის პაკეტები

პაკეტი ოპტიმალი

თუ თქვენ ხართ ჯეოსელის აბონენტი და გსურთ:
•    წინასწარ განსაზღვროთ თქვენი ყოველთვიური მობილური ხარჯი;
•    ისარგებლოთ შეღავათიანი ტარიფით როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ზარებზე;
•    დაზოგოთ თანხა SMS-ზე, მობილურ ინტერნეტზე და როუმინგში ყოფნისას;

მაშინ მიიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება და შეიძინეთ პაკეტი ოპტიმალი-50 ან ოპტიმალი-25.

პაკეტში შედის:
  წუთების რაოდენობა ადგილობრივი მიმართულებით დარეკვისას SMS რაოდენობა ადგილობრივ ქსელებზე გასაგზავნად მობილური ინტერნეტი საერთაშორისო ზარი შემომავალი ზარი როუმინგში
ოპტიმალი-25 200 წუთი 200 SMS 200 მბ 0.39 ლარი/წუთში 1.5 ლარი/წუთში
ოპტიმალი-50 500 წუთი 500 SMS 500 მბ 0.39 ლარი/წუთში 1.5 ლარი/წუთში


პაკეტის ამოწურვის შემდეგ მოქმედებს შემდეგი ტარიფები*:
  ზარი  ჯეოსელის ქსელში ზარი სხვა ადგილობრივი მიმართულებით SMS    მობილური ინტერნეტი
ოპტიმალი-25 0.05 ლარი/წუთში 0.15 ლარი/წუთში 0.02 ლარი 0.1 ლარი/მბ
ოპტიმალი-50 0.05 ლარი/წუთში 0.15 ლარი/წუთში 0.02 ლარი 0.1 ლარი/მბ

სასურველი პაკეტის გასააქტიურებლად აკრიფეთ *025#OK.

ნებისმიერი დადებითი ბალანსის ქონის შემთხვევაში, პაკეტი ავტომატურად განახლდება ყოველი კალენდარული თვის პირველ რიცხვში, თუ თქვენი სურვილით არ გათიშავთ მას *025#OK კომბინაციით.

პაკეტი მოქმედებს გააქტიურების დღიდან კალენდარული თვის ბოლო დღემდე და მისი აუთვისებელი ნაწილი არ გადადის მომდევნო თვეზე.

პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ ორმხრივად ჩართული ნომრიდან და თუ აბონენტს ანგარიშზე აქვს პაკეტის გასააქტიურებლად საკმარისი თანხა. თუ აბონენტი სარგებლობს რაიმე სხვა აქციით/პაკეტით, ოპტიმალის გააქტიურება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სხვა პაკეტის/აქციის გათიშვის შემდეგ.

*პაკეტში შემავალი ბონუსების გახარჯვის შემთხვევაში, კალენდარული თვის ბოლომდე იმოქმედებს აღნიშნული ტარიფები.