სერვისი დაგეხმარებათ ჯეოსელის მომსახურებისა და რეალიზაციის ოფისში მიუსვლელად შეარჩიოთ და დაჯავშნოთ მობილური ტელეფონის ნომერი.
სარგებლობის წესი:
შესაბამის ბმულზე შესვლისას აირჩიეთ ინდექსი , შეიყვანეთ სასურველი ნომერი და დააჭირეთ ღილაკს "ძებნა".
მაგალითად: თუ თქვენ გსურთ რომ ციფრი 4, სამჯერ ფიგურირებდეს თქვენს მობილურის ნომერში ნებისმიერი შესაძლო კომბინაციით, მაშინ ნომრის საძიებო ველში ჩაწერეთ - 4#4##4 და დააჭირეთ ღილაკს "ძებნა".
კონკრეტული ნომრის ან სასურველი კომბინაციის მითითების შემდეგ უკვე გაფილტრული ნომრების სიიდან აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო ნომერი და დაამატეთ "კალათაში". კალათაში შესაძლებელია მაქსიმუმ 20 ნომრის შენახვა.
ნომრის კალათაში ჩაგდებისას, მარცხნივ მდებარე პლიუსის ნიშანი გამწვანდება, რაც ნიშნავს, რომ ნომერი დამატებულია კალათაში. ნომრის კალათიდან ამოსაგდებად დააჭირეთ ”არჩევას” ხელმეორედ - პლიუსის ნიშანი ისევ შეიცვლის ფერს და გახდება ნაცრისფერი.
კალათაში დამატებული ნომრები ინახება მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში. ნომრების სანახავად გადადით შესაბამის ბმულზე "კალათის ნახვა". არსებული სიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ 5 ნომრის რეზერვაცია.
კალათიდან აირჩიეთ სასურველი ნომრები და შეიყვანეთ მოცემული კოდი. რეზერვაციის დასადასტურებლად შესაბამის გრაფაში მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი და დააჭირეთ ღილაკს "რეზერვაცია".
იმ შემთხვევაში თუ შეყვანილი კოდი ან/და ელ-ფოსტა სწორია, სისტემა გამოგიგზავნით შეტყობინებას შესაბამისი ბმულით. ბმულზე გადასვლით ხდება რეზერვაციის დადასტურება და თქვენ მიიღებთ რეზერვაციის კოდს. ბმულზე გადასვლა უნდა მოხდეს ელ-ფოსტის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიერ დარეზერვებული ნომრები გაუქმდება.
კოდის მიღებისას, დარეზერვებული ნომრების შესაძენად, მიაკითხეთ ჯეოსელის მომსახურების ნემისმიერ ოფისს, თან იქონიეთ თქვენი რეზერვაციის კოდი, პირადობის მოწმობა და ნომრის ღირებულების შესაბამისი თანხა. კოდის გარეშე ნომერი არ გაიცემა.
ბალანსის საწყისი შევსება - 5 ლარი.
გაითვალისწინეთ, რომ რეზერვაციის გაკეთების შემდეგ ნომრის მიღება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში. თუ თქვენ 24 საათში არ მიაკითხავთ ჯეოსელის მომსახურების ოფისს, თქვენს მიერ დაჯავშნილ ნომრებს მოეხსნება რეზერვაცია.
ნომრის შესარჩევად,
დააჭირეთ აქ