Geocell Visa Card-ის აღწერილობა
„Geocell Visa Card“-ი არის ჯეოსელისა და ბაზისბანკის ერთობლივი VISA Classic-ის ტიპის საკრედიტო ბარათი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ერთდროულად ისარგებლოთ, როგორც კრედიტის საუკეთესო პირობებით (30 დღიანი 0%-იანი საშეღავათო პერიოდი და შემდეგ წლიური 10%), ასევე მიიღოთ ბონუსები ჯეოსელისგან – უფასო სასაუბრო წუთები და SMS-ები „Geocell Visa Card“-ის მეშვეობით დახარჯულ ყოველ 100 ლარზე.
Geocell Visa Card-ის სხვა დეტალები
თუ ჯეოსელ ვიზა ბარათით ნასესხებ ფულს 30 დღის განმავლობაში დააბრუნებთ და თვის ბოლოს დადებითი ნაშთით შეხვდებით, არცერთი თეთრის გადახდა აღარ მოგიწევთ პროცენტის სახით!
თუ მოცემულ ვადაში ვერ ჩაეტევით, მაშინ – წლიურად მხოლოდ 10%-ის გადახდა მოგიწევთ.
გახსოვდეთ, პროცენტი ერიცხება მხოლოდ თქვენს მიერ რეალურად გამოყენებულ თანხას და არა მთლიან საკრედიტო ლიმიტს!
საკრედიტო ლიმიტი ყოველთვიურად მზარდია! სესხის დაფარვის გრაფიკში გენიჭებათ სრული თავისუფლება! სესხის დასაფარად შემოტანილი თანხა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს კვლავ გამოიყენოთ!
ერთადერთი რაც თქვენ გევალებათ (იმ შემთხვევაში, თუ ლიმიტი მთლიანად ან ნაწილობრივ ათვისებული გაქვთ), თქვენსავე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის 5%-ის ყოველთვიურად შემოტანა ან ჩარიცხვაა. ამ თანხით თქვენი კრედიტი დაიფარება, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემოტანილი თანხა შეგიძლიათ კვლავ გამოიყენოთ.
ხარჯების კონტროლი შესაძლებელია ინტერნეტ ბანკის (www.bankonline.ge) საშუალებით.
შესყიდვები Geocell Visa Card-ით
Geocell Visa Card–ი ძირითადად შესყიდვითი ოპერაციებისთვისაა განკუთვნილი და ამ შემთხვევაში თქვენ არანაირ საკომისიოს არ იხდით, და ამავდროულად თქვენ გერიცხებათ ბონუსები ჯეოსელში.
Geocell Visa Card–ით შეგიძლიათ გადაიხადოთ ყველა სავაჭრო წერტილში, სადაც ემსახურებიან წამყვან საერთაშორისო საგადასახადო სისტემის Visa ბარათებს.
კომუნალური გადახდები
თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები, თუკი ეწვევით www.bankonline.ge -ს და აირჩევთ თქვენთვის სასურველ გადახდას. Geocell Visa Card-ით განხორციელებულ გადახდებზე თქვენ, რა თქმა უნდა მიიღებთ ბონუსებს ჯეოსელში.
ბონუს პროგრამა Geocell Visa Card-ის მფლობელთათვის
თვის განმავლობაში Geocell Visa Card–ის მეშვეობით დახარჯულ 100 ლარზე თქვენ მიიღებთ 10 უფასო წუთს გარდა ამისა დასაჩუქრდებით 30 უფასო SMS-ით, ხოლო 100 ლარზე ზემოთ დახარჯულ ყოველ 50 ლარზე მიიღებთ დამატებით 5 წუთს.
შენიშვნა: ბონუს წუთების დაგროვებაში არ გაითვალისწინება Geocell Visa Card-ით განხორციელებული 10 ლარზე ნაკლები ტრანზაქციები.
ბონუს წუთების მიღების თანმიმდევრობა
Geocell Visa Card-ით სარგებლობისას თქვენ გერიცხებათ ბონუს წუთები იმ თანხის საფუძველზე, რომელიც ჩამოეწერება ბარათს თვის განმავლობაში (საანგარიშო თვედ ითვლება კალენდარული თვე გასული თვის 26 რიცხვიდან მიმდინარე თვის 26 რიცხვის ჩათვლით). დაგროვილი ბონუს წუთები ჩაირიცხება თქვენს ბონუს ანგარიშზე ჯეოსელში ყოველი თვის პირველ რიცხვში სასუბრო წუთების სახით.
ინფორმაციას ბონუს წუთების დარიცხვის შესახებ მიიღებთ ავტომატურად SMS-ის საშუალებით.
ბონუს წუთების რაოდენობის გაკონტროლება ასევე შესაძლებელია SMS-ის გაგზავნით, ტექსტით “2” ნომერზე 7057 (შეტყობინება უფასოა).
ბონუს SMS/წუთების დახარჯვის თანმიმდევრობა
ბონუს წუთების გამოყენება შეგიძლიათ ჯეოსელისა და ლაილაის ნომრებზე დასარეკად. ხოლო sms-ები – ჯეოსელის/ლაილაისა და სხვა ოპერატორის ნომრებზე გასაგზავნად. ბონუს წუთების დახარჯვის თანმიმდევრობა:
- ჯეოსელის ბონუს პროგრამის მიხედვით დაგროვილი წუთები (თვის განმავლობაში აქტიურობაზე 2 ბონუს წუთი, ყოველ დახარჯულ 50 ლარზე 4 ბონუს წუთი, ჯეოსელის აბონენტად ყოფნის თითო წელზე 1 წუთი)
- Geocell Visa Card-ით მიღებული უფასო წუთები და SMS-ები
ბონუს წუთები არ დაირიცხება Geocell Visa Card-ით განხორციელებულ შემდეგ ოპერაციებზე:
- თანხის განაღდება;
- ბანკის მიერ დაწესებული საკომისიოს გადახდა;
- Geocell Visa Card-ის ანგარიშიდან საბანკო გადარიცხვის დროს;
- გაუქმებული ოპერაციები Geocell Visa Card-ზე ან თქვენს ანგარიშზე.
ბალანსის შევსება Geocell Visa Card-ით
Geocell Visa Card–ით თქვენ ყოველთვის კავშირზე იქნებით. სასაუბრო თანხის გადახდა Geocell Visa Card–ით შესაძლებელია:
- ბაზის ბანკის ბანკომატიდან (აირჩიეთ კომუნალური გადახდები ბანკომატის ეკრანზე)
- ინტერნეტის საშუალებით, ეწვიეთ ვებ გვერდს www.bankonline.ge და აირჩიეთ გადახდები, შემდეგ ჯეოსელი, შემდეგ შეიყვანეთ ინფორმაცია პლასტიკური ბარათის შესახებ და გადასახდელი თანხა.
- მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით აკრიფეთ ტექსტი და SMS-ის საშუალებით გააგზავნეთ ნომერზე 9292: GEO თანხა (მაგ. GEO 15).
თანხის ოდენობა არ არის შეზღუდული.
თანხა მომენტალურად აისახება თქვენს მობილურ ტელეფონზე.
ბარათის მისაღებად:
- Geocell Visa Card-ის მიღება, საწყისი 500 ლარიანი ლიმიტით, შეუძლია ჯეოსელის (877 სისტემის) ნებისმიერ აბონენტს, რომლის ყოველთვიური შენატანი ჯეოსელის ანგარიშზე ბოლო 3 თვის განმავლობაში არის არა ნაკლებ 50 ლარისა.
- Geocell Visa Card-ის მისაღებად ბაზისბანკის სერვისცენტრებში წარადგინეთ ბოლო 3 თვის ჯეოსელის საგადასახადო ანგარიში.
- საგადასახადო ანგარიშის მისაღებად მიაკითხეთ ჯეოსელის ნებისმიერ ოფისს.
- საგადასახადო ანგარიში უნდა იყოს დამოწმებული ჯეოსელის ბეჭდით.
ბარათის დამზადება უფასოა, წლიური მომსახურების ღირებულებაა – 10 აშშ დოლარი.
დაწვრილებითი ინფორმაცია Geocell Visa Card-ის ტარიფების შესახებ იხილეთ მისამართზე www.geocellvisacard.ge.