ჯეოსელის საავანსო და საკრედიტო სისტემის აბონენტებს საშუალება აქვთ მიიღონ ბონუს წუთები სხვადასხვა ბონუს პროგრამებში მონაწილეობისას.
დაგროვილი ბონუს წუთები ირიცხება აბონენტის ანგარიშზე ყოველი თვის 1 რიცხვში.
ბონუს წუთების დახარჯვის თანმიმდევრობა:
- ჯერ იხარჯება ჯეოსელის ბონუს პროგრამის მიხედვით დაგროვილი ბონუს წუთები (თვის განმავლობაში აქტიურობაზე 2 ბონუს წუთი, დახარჯულ თანხაზე-ყოველ 50 ლარზე 4 ბონუს წუთი, ჯეოსელის აბონენტად ყოფნაზე – თითო წუთი ყოველ ერთ წელზე)*
- შემდეგ ბაზის ბანკთან ერთობლივი პროექტის Visa Geocell ბარათის მეშვეობით დაგროვილი წუთები და sms-ები**
- ხოლო ბოლოს, 30 წუთი 10 წლის სააბონენტო სტაჟზე (ერიცხება მხოლოდ 10 წლის განმავლობაში ჯეოსელში საავანსო და საკრედიტო სისტემებში ჩართულ აბონენტებს მათ დაბადების დღეზე)
* ბონუს წუთების რაოდენობის შემოწმება შესაძლებელია sms-ის გაგზავნით ნომერზე 7088
** უფასო წუთების რაოდენობის შემოწმება შესაძლებელია sms-ის გაგზავნით ტექსტით “2” ნომერზე 7057