ხშირად დასმული კითხვები

1. რა არის მობილური ნომრის პორტირება?
პორტირება შესაძლებლობას გაძლევთ ინდექსის და ნომრის შეუცვლელად გადახვიდეთ ჯეოსელის ქსელზე. შესაბამისად თქვენ აღარ დაგჭირდებათ მეგობრებისა და ახლობლების ინფორმირება ნომრის შეცვლის შესახებ.

2. როგორ მოვახდინო ჩემი ნომრის პორტირება?
პორტირებისას თქვენ უნდა მიაკითხოთ იმ ოპერატორს, რომლის ქსელზეც გსურთ გადასვლა. ახალი კომპანია დაუკავშირდება თქვენს არსებულ კომპანიას და შეატყობინებს თქვენს მოთხოვნას პორტირებასთან დაკავშირებით.

პიროვნებამ, ვის სახელზეც ფიქსირდება GSM ნომერი, ჯეოსელის მომსახურების ოფისებში საჭიროა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
პირადობის მოწმობა, პასპორტი ან მართვის მოწმობა, სადაც დაფიქსირებულია პირადი ნომერი.

3. რა დრო სჭირდება ნომრის პორტირებას ჯეოსელზე?
პორტირება მოითხოვს მაქსიმუმ ორ კვირას იმის გათვალისწინებით, რომ არანაირი ვალდებულება (წინა თვის კრედიტი, დავალიანება) არ გაქვთ თქვენს ოპერატორთან. ამ ორი კვირის განმავლობაში თქვენ იყენებთ თქვენი არსებული ოპერატორის სიმ ბარათს.

4. რა სიხშირით შემიძლია ნომრის პორტირება?
ნომრის განმეორებითი პორტირება შესაძლებელია წინა პორტირებიდან 30 დღის შემდეგ.

5. შემიძლია არსებული ტარიფი და სერვისები გამოვიყენო ახალ ოპერატორზე?
არსებული ტარიფები და სერვისები გაგეთიშებათ მას შემდეგ რაც მოხდება თქვენი ნომრის წარმატებული პორტირება ჯეოსელზე. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ჯეოსელის მრავალფეროვანი შემოთავაზებებიდან თქვენთვის მომხიბვლელი და ხელსაყრელი სატარიფო შეთავაზებები და სერვისები.

6. ჯეოსელის რომელ სისტემაზე შემიძლია გადმოსვლა?
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ჯეოსელის საავანსო გადახდის ან ლაიალის წინასწარი გადახდის სისტემა.

7. როგორ შევიტყობ ჩემი ნომრის პორტირების შესახებ?
თქვენი ნომრის პორტირების სავარაუდო თარიღს შეიტყობთ ჯეოსელის მომსახურების ოფისებში პორტირების მოთხოვნის, ხელშეკრელების შევსებისა და სიმ-ბარათის მიღებისას.

8. შემიძლია პორტირების მოთხოვნის გაუქმება?
პორტირების მოთხოვნის გაუქმება შესაძლებელია პორტირებამდე მაქსიმუმ 24 საათით ადრე ჯეოსელის მომსახურეობის ოფისებში სამუშაო დღეებში 09:00 – 16:00.

9. პორტირებისას მივიღებ ახალ სიმ ბარათს?
დიახ, პორტირებისას თქვენ მიიღებთ ახალ სიმ-ბარათს.


10. რა მოსდის სიმ ბარათზე ჩაწერილ ნომრებს?
პორტირებისას გადმოგეცემათ ახალი სიმ-ბარათი, რომლითაც უნდა ჩაანაცვლოთ არსებული სიმ ბარათი. შესაბამისად ძველ სიმ ბარათზე არსებული მობილური ნომრების სია უნდა გადაიტანოთ ახალი სიმ ბარათზე.

11. შეიძლება ჩემი მოთხოვნა პორტირებაზე უარყოფილი იყოს არსებული ოპერატორის მიერ?
•    თუ ნომერი არ არის თქვენს სახელზე რეგისტრირებული;
•    თქვენს ნომერზე ირიცხება გასული თვის დავალიანება;
•    შემოწმების მომენტში ნომერზე დაფიქსირდა მომსახურების შეზღუდვა მიმდინარე დავალიანების გამო;