როუმინგი ლაილაის აბონენტთათვის

პირობები

მომსახურების ჩართვა/გამორთვა:
მომსახურების ჩართვა/გამორთვისათვის აბონენტმა უნდა აკრიფოს
*117#
OK და მიყვეს შესაბამის ინსტრუქციას. სერვისის ჩართვა უფასოა და არ საჭიროებს ოფისში მისვლას და კონტრაქტის გაფორმებას

გაითვალისწინეთ
  • - როუმინგის გააქტიურების შემთხვევაში აბონენტს გამოერთვება GPRS სერვისი (როუმინგში ყოფნისას GPRS სერვისებით სარგებლობა შეუძლებელია).
  • - საზღვარგარეთ ყოფნისას როუმინგის გამორთვის შემთხვევაში მისი ხელახალი გააქტიურება შეუძლებელია. ამ შემთხვევაში აბონენტი უნდა დაუკავშირდეს ჯეოსელის სააბონენტო სამსახურს.
  • - როუმიგის გამორთვისას GPRS სერვისები ავტომატურად ჩაირთვება
  • - ნომრის ცალმხრივად გათიშვის შემთხვევაში როუმინგში მყოფი აბონენტი ვერ ისარგებლებს შემავალი ზარით
მომსახურებით სარგებლობა
ქსელის ამორჩევა - ლაილაის შემთხვევაში ვრცელდება ქსელის ამორჩევის იგივე პრინციპი, როგორც ჯეოსელის საავანსო და საკრედიტო სისტემის შემთხვევაში.

სერვისების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია როუმინგში ყოფნის დროს:
  • ბალანსის გაგება - ბალანსის გასაგებად აკრიფეთ
    *100#
    OK
  • ბალანსის შევსება - ბალანსის შესავსებად აკრიფეთ
    *100*
    - 13 ნიშნა კოდი # და OK
  • ჯეო მიქსი -
    *123#

  • ჯეო კრედიტი -
    *115#

  • ჯეო მრიცხველი -
    *101#
    OK
  • ჯეო თარჯიმანი -
    *107#

  • საეკლესიო კალენდარი -
    *153#

  • თანხის გადარიცხვის სერვისი -
    *149#
    OK
მომსახურების ტარიფი
ლაილაის შემთხვევაში როუმინგული მომსახურების ტარიფი ასევე ანგარიშდება როუმინგული პარტნიორების მიერ მოწოდებული სატარიფო სქემების მიხედვით, რომელიც მუდმივად ცვალებადია
*როუმინგში მყოფი აბონენტი იხდის, როგორც გამავალი, ასევე შემავალი ზარის საფასურს.
როუმინგის ტარიფები იხილეთ აქ.
დარეკვის წესი
როუმინგში ყოფნის დროს ლაილაის აბონენტი საქართველოში რეკავს შემდეგნაირად:
  • საქართველოს მობილურ ოპერატორების აბონენტებთან: +/00 995 ინდექსი და ნომერი
  • საქართველოს ლოკალური ქსელის აბონენტებთან: +/00 995 ქალაქის კოდი და ნომერი
  • თბილისის ლოკალურ ქსელის აბონენტებთან: +/00 995 32 და ნომერი
როუმინგში ყოფნისას ლაილაის აბონენტს უკავშირდებიან შემდეგნაირად:
  • საზღვარგარეთის ნებისმიერი ქსელის აბონენტი +/00 995 ინდექსი და ნომერი
  • საქართველოს ნებისმიერი ქსელის აბონენტი +/00 995 ინდექსი და ნომერი
როუმინგში ყოფნის დროს ლაილაის აბონენტი SMS აგზავნის შემდეგნაირად::
  • +/00 ქვეყნის კოდი, მობილური ოპერატორის კოდი და ნომერი
სააბონენტო სამსახური
ლაილაის აბონენტებს როუმიგში ყოფნის დროს შეულიათ დაუკავშირდნენ ჯეოსელის სააბონენტო სამსახურს შემდეგ ნომრებზე: +/00 995 32 277 01 13 ან მოკლე ნომერი 7777.
*როუმინგიდან სააბონენტო სამსახურში დარეკვა ფასიანია და ანგარიშდება, როგორც როუმინგული პარტნიორის ქსელიდან საქართველოში გამავალი საერთაშორისო ზარი.