მობილური ინტერნეტი

როუმინგში ყოფნისას ჯეოსელის აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ GPRS სერვისებით: MMS , ინტერნეტი, WAP.

როუმინგში მობილური ინტერნეტით სარგებლობისთვის საჭიროა მომსახურების გააქტიურება და ტელეფონის აპარატში შესაბამისი მონაცემების შეყვანა.

როუმინგულ პარტნიორთა სია სადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ მობილური ინტერნეტით აქ.

მომსახურების ტარიფი
როუმინგული მომსახურების ტარიფი ანგარიშდება როუმინგული პარტნიორების მიერ მოწოდებული სატარიფო სქემების მიხედვით, რის გამოც აბონენტი სხვადასხვა ქსელით სარგებლობისას განსხვავებულ საფასურს იხდის. როუმინგული ტარიფი განსხვავებულია ერთი ქვეყნის ფარგლებში მომსახურე კომპანიებს შორისაც.

*როუმინგში მყოფი აბონენტი იხდის, როგორც გამავალი, ასევე შემავალი MMS საფასურს.

*თუ სარგებლობთ მობილური ინტერნეტით სერვისით როუმინგში ყოფნისას, გაითვალისწინეთ, რომ სმარტფონები მუდმივად მოიხმარენ ინტერნეტ ტრაფიკს მათში ჩატვირთული პროგრამების (მაგ.: E-mail messaging; MMS messages; GPS; Mobile Skype დ.ა.შ) ავტომატური განახლებისთვის და ასეთ შემთხვევაში დაგერიცხებათ საზღვარგარეთის ოპერატორის ინტერნეტ როუმინგული ტარიფი. სასურველია გამგზავრებამდე გადაამოწმოთ როუმინგული პარტნიორის მობილური ინტერნეტის ტარიფები ან გამოთოთ "Data Services While Roaming" ფუნქცია ტელეფონში. (სერვისის გამოსართავად მენიუდან აირჩიეთ Manage Connections / Mobile Network Options / While Roaming / Off / Save). "Data Services While Roaming" ფუნქციის გამორთვის შემთხვევაში თქვენ მაინც შეძლებთ WiFi - ის დაფარვის ზონაში ინტერნეტით სარგებლობას (თუ თქვენს ტელეფონს აქვს WiFi - ის მხარდაჭერა)

*როუმინგში მყოფ აბონენტს, რომელიც იმყოფება 3G- ის დაფარვის ზონაში, შეუძლია ისარგებლოს მობილური ტელევიზიით (Streeming -ით, თუ როუმინგული პარტნიორი ოპერატორი აძლევს ამის საშუალებას). ასეთ შემთხვევაში როუმერს დაერიცხება მობილური ტელევიზიის ადგილობრივ (საქართველოს) წუთობრივ ტარიფს (0.15 ლარი / 1 წუთი) დამატებული იმ საზღვარგარეთის ოპერატორის მობილური ინტერნეტის როუმინგული ტარიფი.

როუმინგში მობილური ინტერნეტის ტარიფები იხილეთ აქ.