22.01.2010
ცვლილებები ჯეო კრედიტის მომსახურების პირობებში
ძვირფასო აბონენტებო,
გაცნობებთ, რომ ამა წლის 29 იანვრიდან იცვლება ჯეო კრედიტით სარგებლობის პირობები. კრედიტის თანხის დაფარვა ხდება 60 თეთრის ჯერადი თანხით ან მთლიანად 2.40 ლარით ანგარიშის შევსებისას.
მაგ: თუ კრედიტის აღების შემდეგ ანგარიშზე ჩარიცხავთ 1 ლარს, აქედან 60 თეთრი დაიქვითება კრედიტის დასაფარად, შესაბამისად, დასაფარი დარჩება 1.80 ლარი.
ანგარიშზე 3 ლარის შეტანის შემთხვევაში კი კრედიტი დაიფარება მთლიანად 2.40 ლარით.
თუ 30-ე დღეს ანგარიშზე იქნება 60 თეთრის ჯერადი თანხა, ის ავტომატურად დაიქვითება კრედიტის დავალიანების დასაფარად.