27.10.2011
Facebook და Twitter SMS-სერვისი
Facebook SMS-სერვისი ჯეოსელის აბონენტებს.
SMS სერვისით შეგიძლიათ, გააგზავნოთ, მიიღოთ და დაამატოთ კომენტარები თქვენი გვერდიდან, ასევე დაიმატოთ მეგობრები და განაახლოთ სტატუსი.
SMS-სერვისით სარგებლობისთვის, თქვენ უნდა გააქტიუროთ SMS შეტყობინებების მიღება თქვენი Facebook-ის გვერდიდან და გააგზავნოთ ტექსტი ნომერზე 3223-ზე.
ნომერზე 3223 ერთი შეტყობინების გაგზავნის საფასურია 6 თეთრი.
იმ შემთვხევაში, თუ თქვენ გაქვთ შეძენილი SMS მანიის, 1 ტონა SMS-ის ან სხვა ფასდაკლების პაკეტი, შეტყობინება ჩამოიჭრება პაკეტიდან.
მომსახურებაზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
http://www.facebook.com/help/?page=821
ბრძანებების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.facebook.com/mobile/?texts
Twitter SMS-სერვისი ჯეოსელის აბონენტებს.
SMS სერვისით შეგიძლიათ, მიიღოთ და დაამატოთ tweet-ები თქვენი გვერდიდან.
SMS-სერვისით სარგებლობისთვის, გააქტიურეთ SMS შეტყობინებების მიღება თქვენი Twitter-ის გვერდიდან და გააგზავნოთ ტექსტი ნომერზე 40404-ზე.
ერთი შეტყობინების გაგზავნის საფასურია 6 თეთრი.
იმ შემთვხევაში, თუ თქვენ გაქვთ შეძენილი SMS მანიის, 1 ტონა SMS-ის ან სხვა ფასდაკლების პაკეტი, შეტყობინების საფასური არ დაგერიცხებათ და აქტიურ SMS პაკეტს მოაკლდება.
მომსახურებაზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
http://twitter.com/devices
ბრძანებების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://twitter.com/devices