აბონენტთა საყურადღებოდ

აბონენტთა საყურადღებოდ

ძვირფასო აბონენტებო,


მოგახსენებთ, რომ გახშირდა შემთხვევები,როდესაც თაღლითი აბონენტები ბოროტად იყენებენ ჯეოსელის სახელს. გთხოვთ, გამოიჩინოდ ყურადღება და არ ენდოთ უცხო ნომრიდან შემოსულ, მსგავსი სახის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას : თქვენ გადმოგერიცხად 5 ლარი ნომრიდან 5********, სერვისის ღირებულება შეადგენს 20 თეთრს, მადლობთ სერვისით სარგებლობისათვის.

ამის შემდეგ თქვენს ნომერზე შეაძლებელია დაფიქსირდეს შემომავალი ზარი და მოითხოვონ იმ თანხის უკან დაბრუნება, რომელიც რეალურად არ დარიცხულა ნომერზე.


გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას და გაითვალისწინოთ თითოეული მათგანი თქვენივე უსაფრთხოებისთვის:


იმ შემთხვევაში, თუ მობილური ტელეფონის ნომერი გაფორმებულია თქვენზე და რეალურად სარგებლობს სხვა პიროვნება, სიმ ბარათის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.


თქვენივე სიმ ბარათის უსაფრთხოებისათვის ისარგებლეთ PIN/PUK კოდებით;


ნუ ანდობთ სხვა პიროვნებას თქვენს კუთვნილ სიმ ბარათს და მასზე არსებულ ინფორმაციას. ასეთ შემთხვევაში მატულობს ალბათობა იმისა,რომ მოხდეს ბარათის დუბლირება - ”კლონირება” და თქვენი ანგარიშის გახარჯვა;


ნუ ენდობით უცხო ბმულებიდან შემოსულ შეტყობინებას და ზარებს(მაცდუნებელი გათამაშების ან პრიზის მოგების ხიბლით)

მსგავს შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს თქვენი ბალანსის გაუთვალისწინებელი გახარჯვა;


შეეცადეთ არ ისარგებლოთ ”დაუცველი” (NON SECURED) ბმულებით,თქვენთვის უცნობი აპლიკაციებით (პროგრამებით) და მუდმივად ჩართული Bluotooth-ით. ასეთ შემთხვევაში იზრდება მობილური ტელეფონის პროგრამული ვირუსებით დაინფიცირების შანსი;


იმ შემთხვევაში თუ შეიძენთ მობილურ აპარატს სხვა პიროვნებისაგან, სასურველია განაახლოთ მობილური ტელეფონის პროგრამული უზრუნველყოფა;