როგორ გავააქტიურო და რა არის ტარიფით - 1 თეთრი ჯეოსელის/ლაილაის ხუთ რჩეულ ნომერთან საუბრისას - სარგებლობის ღირებულება?
ტარიფით ”1 წუთი - 1 თეთრი” სარგებლობა შეუძლია ლაილაის ყველა აბონენტს. გასააქტიურებლად და თქვენი ქსელის 5 რჩეული ნომრის შესაყვანად აკრიფეთ *126# OK და მიჰყევით ინსტრუქციას. ნომრები შეიყვანეთ შემდეგ ფორმატში: 8 ინდექსი და ნომერი.
თქვენს რჩეულ ნომრებზე ზარის წამოწყების ფასია 5 თეთრი.
როგორ გავააქტიურო ტარიფი ”1 – 10”?
ტარიფით ”1 – 10” – 1 თეთრი ქსელის შიდა ზარებზე და 10 თეთრი ყველა ადგილობრივი მიმართულებით, ხელმისაწვდომია ლაილაის ყველა აბონენტისათვის.
აქტივაციისათვის აკრიფეთ *011# OK და მიჰყევით ინსტრუქციას.
ზარის წამოწყების ღირებულებაა 5 თეთრი, ხოლო ტარიფით 30 დღის ვადით სარგებლობის ფასი - 1 ლარი.
ვარ ლაილაის აბონენტი, როგორ გავააქტიურო 12 თეთრიანი ტარიფი?
12 თეთრიანი ტარიფი მოქმედებს საქართველოში, ყველა მობილური და ქალაქის ქსელის მიმართულებებზე დარეკვისას. აქტივაციისათვის აკრიფეთ *012# OK და მიჰყევით ინსტრუქციას.
ტარიფის ჩართვის ღირებულებაა 1 ლარი, მოქმედების ვადა - 30 დღე.
რა ფასდაკლებებით შემიძლია სარგებლობა, ჯეოსელის საავანსო და საკრედიტო ნომრის შემთხვევაში?
ჯეოსელის საკრედიტო და საავანსო ნომრის მფლობელებს შესაძლებლობა გაქვთ გაააქტიუროთ ფასდაკლება:
1 თეთრი ქსელის შიდა ზარებზე და 12 თეთრი საქართველოს სხვა მიმართულებებზე დარეკვისას. გასააქტიურებლად აკრიფეთ *122# OK და მიჰყევით ინსტრუქციას.
ტარიფი მოქმედებს პირველი წუთის შემდეგ, პირველი წუთის ღირებულება 24 თეთრია.
როგორ მოვახდინო პორტირება ჯეოსელის ქსელში, რა არის ამისათვის საჭირო?
პორტირების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
როგორ გავააქტიურო SMS სერვისი?
SMS-ის გასააქტიურებლად, ტელეფონის შესაბამის SMS მენიუში შეიყვანეთ სერვის ცენტრის ნომერი: +995779104400.
რა სერვის პაკეტებით შემიძლია სარგებლობა?
ჯეოსელისა და ლაილაის აბონენტებს შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ SMS-ზე, MMS-სა და მობილურ ინტერნეტზე ფასდაკლებული ტარიფებით:
აკრიფეთ * 131# OK და გააგზავნეთ 50 SMS - 1,5 ლარად / 100 SMS – 2,5 ლარად ან 200 SMS – 1 ლარად, დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს;
აკრიფეთ * 132# OK და გააგზავნეთ 20 MMS - 1,2 ლარად, დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს;
აკრიფეთ * 135# OK, შეიძინეთ მობილური ინტერნეტის პაკეტები და ისარგებლეთ მობილურ ინტერნეტზე ფასდაკლებული ტარიფებით. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს;
როგორ გავააქტიურო მობილური ინტერნეტის სერვისი?
მობილური ინტერნეტის გასააქტიურებლად აკრიფეთ *106*4# OK. სერვისის პარამეტრებს მიიღებთ SMS-ის მეშვეობით, რომლებიც უნდა შეინახოთ.
ან მონაცემების ხელით შესაყვანად, ტელეფონის შესაბამის მენიუში, APN ველში მიუთითეთ: Internet.
შესაძლებელია თუ არა თანხის გადარიცხვა ჯეოსელის ნომრიდან ლაილაის ნომერზე და პირიქით?
თანხის გადარიცხვის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ლაი ლაის აბონენტებს. სერვისი ავტომატურად არის გააქტიურებული ლაილაის ყველა აბონენტისათვის. სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოცემულ ბმულზე.
როგორ აღვადგინო დაკარგული სიმ ბარათი?
სიმ-ბარათის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში შეგიძლიათ შეინარჩუნოთ თქვენი მობილურის ნომერი. ამისათვის ნომრის მფლობელმა უნდა მიმართოს ჯეოსელის მომსახურების ოფისს. კერძო პირმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო ორგანიზაციამ - ორგანიზაციის ბლანკზე გაფორმებული, ბეჭდით დადასტურებული ოფიციალური წერილი.
მინდა ვიხილო ჩემი პირადი ნომრის ზარების დეტალური ამონაწერი, როგორ მოვიქცე?
ჯეოსელისა და ლაილაის ყველა აბონენტს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ თქვენს მიერ განხორციელებული და შემოსული ზარების დეტალური ანგარიში.
ანგარიშის მისაღებად უნდა ეწვიოთ ჯეოსელის მომსახურების ოფისს და უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აბონენტს რომელსაც სურს დეტალური ანგარიშის მიღება, შეუძლია მხოლოდ მის სახელზე გაფორმებული ნომრის დეტალური ანგარიშის მოთხოვნა.
დეტალური ანგარიშის ტარიფის შესახებ ინფორმაციისათვის, ჯეოსელის აბონენტებმა დააჭირეთ აქ, ხოლო ლაილაის აბონენტებმა დააჭირეთ აქ.
მსურს ნომრის გადაფორმება კერძო პირიდან ორგანიზაციაზე/ორგანიზაციიდან კერძო პირზე/სხვა პიროვნებაზე, რა დოკუმენტებია საჭირო და ვის მივმართო?
მობილური ნომრის გადასაფორმებლად ნომრის მფლობელმა უნდა მიმართოს ჯეოსელის მომსახურების ოფისს. კერძო პირმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო ორგანიზაციამ - ორგანიზაციის ბლანკზე გაფორმებული, ბეჭდით დადასტურებული ოფიციალური წერილი.
არ მახსოვს ჩენი PIN/PUK კოდი, როგორ აღვადგინო?
თუ დაგავიწყდათ PIN/PUK კოდი, მისი ნახვა შესაძლებელია თქვენს სიმ ბარათზე. თუ დაკარგეთ სიმ ბარათი და ვერ იხსენებთ PIN/PUK კოდს, ეწვიეთ ჯეოსელის მომსახურების ოფისს. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
გაითვალისწინეთ, რომ ნომერი, რომლის PIN/PUK კოდის აღდგენა გსურთ გაფორმებული უნდა იყოს თქვენს სახელზე.
რა ფასდაკლებებით შემიძლია ვისარგებლო საერთაშორისო ზარებზე დარეკვისას?
ჯეოსელის საკრედიტო და საავანსო სისტემის ყველა აბონენტს, შესაძლებლობა გაქვთ დარეკოთ საერთაშორისო მიმართუელებებზე მხოლოდ 39 თეთრად. აქტივაციისთვის აკრიფეთ *165# OK. აქტივაციის საფასური 2 ლარი, ჩამოიჭრება ანგარიშიდან ყოველი თვის პირველ რიცხვში.
ლაილაის აბონენტებს, გთავაზობთ ყველაზე მომხიბვლელ ტარიფებს საერთაშორისო ზარებზე, შემდეგი მიმართულებებით:
ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა
10 თეთრი
დსთ
25 თეთრი
ევროპა, თურქეთი, ისრაელი, ჩინეთი, ჰონ-კონგი,
სინგაპური, იაპონია, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა
39 თეთრი
საერთაშორისო ზარის ფასდაკლების მისაღებად აკრიფეთ *144# OK და მიჰყევით ინსტრუქციას. ფასდაკლების 30 დღით გააქტიურების ღირებულება 2 ლარია.
რა ფასდაკლებებით შემიძლია ვისარგებლო როუმინგით სარგებლობისას?