კომპანია ჯეოსელი დაარსდა 1996 წლის სექტემბერში.1997 წლის 15 მარტს კი მისი ქსელით, საქართველოში პირველი მობილური ზარი განხორციელდა.
დღეისათვის ჯეოსელი ორ მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება.
ჯეოსელი მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს დაფუძნებულს უახლეს ტექნოლოგიებზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე.
ჯეოსელი მომხმარებელს საერთაშორისო GSM/UMTS სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა ინოვაციურ სერვისს აწვდის, რომელთა უმრავლესობაც კომპანიამ პირველმა დანერგა საქართველოს ბაზარზე.
ჯეოსელის დაფარვის ზონა საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 98% მოიცავს. ქვეყნის გარეთ ჯეოსელის აბონენტები როუმინგ სერვისი მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და მრავალ მათგანში თელიასონერას ჯგუფის ექსკლუზიური ფასდაკლებებით სარგებლობენ.
დღეს, ჯეოსელი მეშვეობით, 3G და HSPA ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომია მოსახლეობის 60%-თვის.
ჯეოსელს თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის აღმავლობის საქმეში. კომპანიამ დაარსებიდან დღემდე უკვე განახორციელა 420 მილიონი დოლარის ინვესტიცია.
შეიქმნა სამუშაო ადგილები.
ჯეოსელის საფინანსო სისტემა ოპერირებს IFRS და SOX საერთაშორისო სტანდარტებით.
კომპანიის ხედვა: ვიყოთ ადგილობრივ ტრადიციებზე დაფუძნებული თანამედროვე კომპანია.
კომპანიის მისია: ვუზრუნველყოთ ჩვენი მომხმარებელი უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისებითა და მომსახურებით, გავუმარტივოთ და მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ მათი მობილური კომუნიკაცია, ვიყოთ საქართველოს ცხოვრების შემადგენელი ნაწილი ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივ-სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში.
თელიასონერას ძლიერი ჯგუფი
ჯეოსელი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ძლიერი სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის, თელიასონერას ჯგუფის წევრი.
დღეისათვის თელიასონერა მსოფლიოს 20 ქვეყანაში, 135 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება. მისი ბიზნეს-სივრცე მოიცავს სკანდინავიასა და ბალტიისპირეთს, ესპანეთს, ევრაზიის ქვეყნებს. თელიასონერას საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი კადრების პროფესიონალიზმი მას ლიდერის პოზიციებს უნარჩუნებს წარმატებას კი მსოფლიო დონის სერვისები და ქსელი განაპირობებს.საერთაშორისო გამოცდილების შერწყმა ადგილობრივ ტრადიციებთან, უზრუნველყოფს მომხმარებელს მაღალი დონის მომსახურებით და სერვისებით. სწორედ თელიასონერამ შესთავაზე მომხმარებელს, პირველად მსოფლიოში 4G . ასევე წარმატებით გაეშვა ევერესტზე 3G მომსახურება.
თელიასონერა საქართველოში თავის წარმატებულ საქმიანობას ჯეოსელის მეშვეობით ახორციელებს.