კულტურა, სპორტი, ქველმოქმედება - ჯეოსელის სავიზიტო ბარათია
თუ ”ჯეოსელის” აბონენტი ხართ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ თქვენ ყოველთვის მოვლენების ცენტრში ხართ და მრავალ საინტერესო პროექტში იღებთ მონაწილეობას და რაც მთავარია, სწორედ თქვენი თანადგომით ხორციელდება ის ასობით გახმაურებული საქველმოქმედო პროექტი, რომელსაც ”ჯეოსელი” ბოლო ათი წლის განმავლობაში სთავაზობს საზოგადოებას. თქვენი აქტიურობით ყოველდღე ეხმარებით ათიათასობით სმენადაქვეითებულ ადამიანს, ზრუნავთ ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ასობით პატარაზე, უპატრონო მოხუცებზე.
უფრო ზუსტად თუ რისი გაკეთება შეძლო კომპანიამ ამ ათი წლის განმავლობაში თქვენი მხარდაჭერით, ამას ქვემოთ მოყვანილი მაგალითებით შეიტყობთ.