დაარსების თარიღი: 1996 წლის სექტემბერი.
1997 წლის 15 მარტს ჯეოსელის ქსელით საქართველოში პირველი მობილური ზარი განხორციელდა.
კომპანიის დაარსების პირველივე წელს, აბონენტების რიცხვმა რამდენჯერმე გადააჭარბა მოსლოდნელ რაოდენობას. დღეისათვის კი თქვენი ქსელის დიდი ოჯახი ორ მილიონამდე წევრს აერთიანებს.
ყველგან სადაც არ უნდა იყო...
ჯეოსელის დაფარვის ზონა დღეისათვის საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 98% მოიცავს. ქვეყნის გარეთ ჯეოსელის აბონენტები როუმინგ სერვისით სარგებლობენ მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში.
წარმატებული კომპანია
ჯეოსელს თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის აღმავლობის საქმეში. კომპანიამ დაარსებიდან დღემდე უკვე განახორციელა 356 მილიონი დოლარის ინვესტიცია.
შეიქმნა სამუშაო ადგილები. ჯეოსელის საფინანსო სისტემა ოპერირებს SAP და SOX საერთაშორისო სტანდარტებით.
ნოვატორი კომპანიაა...
ჯეოსელი მომხმარებელს საერთაშორისო GSM/UMTS სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა ინოვაციურ სერვისს აწვდის, რომელთა უმრავლესობაც კომპანიამ პირველმა დანერგა საქართველოს ბაზარზე.
სოციალური პასუხისმგებლობა
ჯეოსელის სტრატეგია კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს მოიცავს. ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა და საქველმოქმედო ინვესტიციების განხორციელება. ზრუნვა კულტურული მემკვიდრეობისთვის, განათლების სფეროს და სპორტის მხარდაჭერა, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების ინტეგრირების პროცესში აქტიური ჩართვა - ჯეოსელის მთავარი პრიორიტეტია. კომპანიამ უკვე ასობით პროექტი განახორციელა ამ მიმართულებით.
აღიარებული კომპანია
თავისი არსებობის მანძილზე, ჯეოსელმა მრავალი პრიზი და სიგელი მიიღო საქველმოქმედო აქციებისთვის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის, ეფექტური სარეკლამო კამპანიებისთვის.
ჯეოსელი სამჯერ ზედიზედ იქნა აღიარებული საუკეთესო ბიზნეს კომპანიად, რის დასტურადაც მას ნაციონალური ორდენი - ”ოქროს ჯვარი” და გრანპრი - ”ბოლონური ჯვარი” გადაეცა.
ჯეოსელი - თელიასონერას ძლიერი ჯგუფის წევრი
ფინურ-შვედური კომპანია თელიასონერა მსოფლიოს ერთ-ერთი ძლიერი სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგია. ჯეოსელი კი თელიასონერა ევრაზიის ძლიერი ჯგუფის წევრია.
დღეისათვის თელიასონერა მსოფლიოს 20 ქვეყანაში, 135 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება. საქართველოში კი თავის წარმატებულ საქმიანობას ჯეოსელის მეშვეობით ახორციელებს. მისი ბიზნეს-სივრცე საქართველოს გარდა მოიცავს სკანდინავიასა და ბალტიისპირეთს, ესპანეთს, ევრაზიის ქვეყნებს.
თელიასონერას საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი კადრების პროფესიონალიზმი მას ლიდერის პოზიციებს უნარჩუნებს წარმატებას კი მსოფლიო დონის სერვისები და ქსელი განაპირობებს.